"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
ვეძებთ მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერს, რომელიც იზრუნებს ჩვენი მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილებასა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე.
თუ გსურს შენი წვლილი შეიტანო კომპანიის მომსახურების ხარისხის განვითარებაში, გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პროცესების გაუმჯობესების ამბიცია - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგი;
- ხარვეზების აღმოჩენა და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
- ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული ხარისხის კონტროლისა და განვითარების პოლიტიკის დაცვა;
- სისტემური ხარვეზების აღმოჩენა და მათი რეპორტინგი;
- უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიების მართვის პროცესის მენეჯმენტი.