საოპერაციო მენეჯერი - მარნეული
27-10-2026 -

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. 

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

‘კაუკასუს აუტოში’ ჩვენი ოპერაციული და გაყიდვების გუნდი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში მარნეულის ფილიალისთვის საოპერაციო მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:

  • მიიღებს, შემოიყვანს და დაცლის ავტომზიდს ტერმინალზე;

  • შეფუთავს დაზიანებულ მანქანებს;

  • ამოიღებს გასაღებებს მანქანებიდან და უსაფრთხოდ შეინახავს მათ;

  • განათავსებს შეტყობინებისა და ფასის ფურცლებს ავტომობილებში;

  • მართავს განცხადებებს MyAuto-ზე;

  • ეფექტურად გაუძღვება გაყიდვების სრულ პროცესს.

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

  • ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

  • იცნობთ ავტომობილების სპეციფიკას და ავტობაზარს;

  • გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა და ფლობთ გაყიდვების უნარებს;

  • მზად ხართ ოპერაციული პროცესების აქტიურად და ეფექტურად მართვისთვის.

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!



ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!