ვერიფიკაციის მენეჯერი

"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

‘კაუკასუს აუტოში’ მომხმარებლებზე ზრუნვისა და ოპერაციული გუნდი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში ვერიფიკაციის მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:

  • შეამოწმებს მომხმარებელთა მიერ წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების (პირადობის მოწმობა, პასპორტი) სისწორეს, ვადასა და ავთენტურობას;

  • გადაამოწმებს მომხმარებლის პროფილის მონაცემებს და შეადარებს მათ შესაბამის მონაცემთა ბაზებს;

  • სატელეფონო კომუნიკაცია ექნება მომხმარებლებთან და აღმოფხვრის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ეტაპზე წარმოქმნილ ხარვეზებს;

  • გაუწევს დეტალურ კონსულტაციას კლიენტებს ვერიფიკაციის გავლის წესებსა და საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;

  • განახორციელებს და მართავს ვიდეოზარებს მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის მიზნით;

  • ეტაპობრივად დაეხმარება მომხმარებელს ვიდეოვერიფიკაციის წარმატებით დასრულებაში.

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

  • ხართ ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;

  • ფლობთ ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების უნარს;

  • მარტივად ეუფლებით ციფრულ და საინფორმაციო სისტემებს;

  • გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!