"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს “კაუკასუს აუტო” საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
'კაუკასუს აუტოს’ კომერციულ დეპარტამენტში, ვეძებთ ბიდერს.
ძირითადი მოვალეობები:
-
მომხმარებლისგან ავტომობილის შესყიდვის შეკვეთის მიღება და დამუშავება;
-
მონაწილეობა საერთაშორისო ავტოაუქციონებში, მათ შორის: Copart, IAAI, Manheim, ADESA , Pipeline;
-
აუქციონებთან მოლაპარაკებების წარმოება და ოპტიმალური შესყიდვის პირობების უზრუნველყოფა;
-
მომხმარებელთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე;
-
მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით საავტომობილო აუქციონებზე მონაწილეობა და შემდგომი უკუკავშირი.
პოზიციის მოთხოვნები:
-
ამერიკულ ავტოაუქციონებზე მუშაობის თუნდაც მინიმალური გამოცდილება;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
ანალიტიკური აზროვნება და ძლიერი კონცენტრაციის უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- უცხო ენების ცოდნა ჩათვლება უპირატესად.
სამუშაო პირობები:
-
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი, 16:00 – 01:00;
-
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №199.