"კაუკასუს აუტო", 22-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს ‘კავკასიის ავტოიმპორტი’ საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.
ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.
ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
‘კაუკასუს აუტოში’, ლოგისტიკის დეპარტამენტში, საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტს ვეძებთ, რომელიც:
- უზრუნველყოფს საბუთების პირველადი დამუშავებისა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის პროცესს
- ახორციელებს საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას
- უზრუნველყოფს პროცესში ჩართული მხარეების დროულ და ეფექტიან ინფორმირებას
- ახდენს დოკუმენტაციის სიზუსტის მუდმივ კონტროლს
- უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ოპერატიულ შედგენასა და გადაგზავნას შესაბამის მხარეებთან
- ახორციელებს მონაცემების პროგრამულ განახლებასა და მუდმივ მონიტორინგს (კონტეინერები, ბუქინგი და სხვა)
- უზრუნველყოფს დოკუმენტაციის წარმოების შეუფერხებელ პროცესს
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
- Google Docs-სა და MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ლოგისტიკის სფეროს მიმართ ინტერესი
სამუშაო საათები: 14:00-22:00
სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა!
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!